ზოგადი პირობები და წესები

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ შპს Elysium Financial Management-ის ზოგად პირობებსა და წესებს

1. ხელშეკრულების მნიშვნელობა და მიზანი

კლიენტმა მოითხოვა შპს Elysium Financial Management-თან (“Elysium”) აქტივების მართვის ხელშეკრულების გაფორმება.

მომხმარებელსა და შპს Elysium Financial Management-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს იმ სერვისების პირობებს, რომელიც რეპორტინგისა და საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის გზით ანგარიშებისა და აქტივების მართვასთან არის დაკავშირებული.

2.1 მომსახურების არსი

სამართავი აქტივების მდგომარეობისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

პაროლით დაცულ შპს Elysium Financial Management-ის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს, ასევე მის მიერ უფლებამოსილ მესამე პირებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია კლიენტებისთვის სამართავი აქტივების სტატუსის შესახებ, შესრულების ინდიკატორების ჩათვლით, აგრეთვე ჰქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც შპს Elysium Financial Management-ი,  როგორც აქტივების მმართველი, საანგარიშო მიზნებისთვის მოიპოვებს (მაგალითად, კვარტლური ანგარიშები).

2.2 შეტყობინების სერვისი

თუ ხელშეკრულების გაფორმების დროს ან შემდგომში მომხმარებლები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები მოითხოვენ, მომხმარებელს და უფლებამოსილ მესამე პირებს ელ.ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

2.3 მომხმარებელთა მომსახურება ელ.ფოსტის მეშვეობით

მომხმარებელი, ინიციატორი, ასევე მომხმარებლებისა თუ მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ დასახელებული მესამე პირები ელ.ფოსტის საშუალებით მიიღებენ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხის გარშემო, რომელიც შპს Elysium Financial Management-ის ვებ-გვერდის გამოყენებას უკავშირდება.

3. არასრულწლოვნები, აშშ-ს მოქალაქეები

შპს Elysium Financial Management-ი N.2-ში დასახელებულ მომსახურებას არ სთავაზობს არასრულწლოვნებსა და აშშ-ს მოქალაქეებს.

4. ანაზღაურება

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის (გარდა აქტივების მმართველის მიერ მოსაპოვებელი ინფორმაციისა) შპს Elysium Financial Management-ისათვის გადასახდელ საფასურს წარმოადგენს:

ინვესტიციის 1.2% (მდგომარეობა:

წლის დეკემბრის თვე), 12 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში – შესაბამისი პროპორციულობით (თვეში 0,1%).

მნიშვნელოვანია: მოცემული მომენტისთვის, შპს Elysium Financial Management-ი არ მიიღებს ზემოთ მითითებულ საფასურს 31.12.2020-ის ჩათვლით. შპს Elysium Financial Management-მა შეიძლება გააგრძელოს აღნიშნული პერიოდი. თუ ეს ასე არ მოხდა, ამის შესახებ მომხმარებლებს ეცნობებათ.

5. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

5.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლა

ხელშეკრულება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც კლიენტი და შპს Elysium Financial Management-ი აქტივების მართვის ხელშეკრულებას მიიღებენ.

5.2 შეტყობინების პერიოდი

მომხმარებელს და შპს Elysium Financial Management-ს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა შესაბამისი წლის ბოლომდე სამი თვით ადრე გაფრთხილების გზით. მნიშვნელოვანი მითითება: თუ ხელშეკრულება მხარის მიერ შეწყდება ან იგი სხვაგვარად დასრულდება (მაგ. ხელშეკრულების მიღების გაუქმებით), აქტივების მართვის ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ეს ასევე გამოიწვევს მის იმავდროულ დასრულებას და არ საჭიროებს მისი შეწყვეტის ან დასრულების დამატებით ფორმას. პირიქით, აქტივების მართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სხვაგვარი დასრულება გამოიწვევს ხელშეკრულების იმავდროულ შეწყვეტას და არ საჭიროებს მისი შეწყვეტის ან დასრულების დამატებით ფორმას.

5.3 მემკვიდრეობა

ეს ხელშეკრულება არ წყდება დამკვეთის გარდაცვალებით, არამედ ის ძალაში რჩება მისი მემკვიდრეებისთვის. რამდენიმე მემკვიდრის ან ანდერძის აღმსრულებლის შემთხვევაში, მათ უნდა დანიშნონ ერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც შპს Elysium Financial Management–ი წარუდგენს ამ ხელშეკრულების განხორციელების მიზნებისთვის საჭირო ყველა ანგარიშს, განმარტებასა თუ აღრიცხვას. ერთი ან რამოდენიმე მემკვიდრის ან ანდერძის აღმსრულებლის მიერ ხელშეკრულების გაუქმება ან შეწყვეტა გამოიწვევს ამ ხელშეკრულების შეწყვეტას ყველა მემკვიდრისთვის.

5.4 რიგგარეშე შეწყვეტა

ხელშეუხებელი რჩება ორივე მხარის უფლება მნიშვნელოვანი საფუძვლით ხელშეკრულების საგანგებოდ მოშლის თაობაზე.

5.5 პრეტენზია შეწყვეტის შემდეგ

ხელშეკრულების შეწყვეტა არ ახდენს გავლენას უკვე წარმოშობილ და ჯერ არ შესრულებულ მოთხოვნებზე, მაგალითად, შპს Elysium Financial Management-ის მოთხოვნაზე ანაზღაურების მიღების თაობაზე.

5.6 შეწყვეტის ფორმა

ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვს წერილობით ფორმას ან შეიძლება განხორციელდეს შპს Elysium Financial Management-ის ვებ-გვერდის საშუალებით, მაგალითად, ელექტრონული ფოსტით.

6. მონაცემთა დაცვა

6.1 მომხმარებლის მონაცემები

შპს Elysium Financial Management-ი აგროვებს შემდეგი სახის მონაცემებს უშუალოდ მომხმარებლებისგან ან, შესაბამისობის შემთხვევაში, ამ ჩამონათვალში დასახელებულ სხვა პირთაგან:
– პირადი საბაზო მონაცემები
(სახელი, ელ.ფოსტა, მისამართი, დაბადების თარიღი, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ.)
– ანგარიშის გახსნისთვის საჭირო პერსონალური მონაცემები
(აქტივების მდგომარეობა, ყოველთვიური შემოსავალი, ყოველთვიური ხარჯები, ფინანსური ცოდნა და ა.შ.)
– საგადასახადო ინფორმაცია
(საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი, საგადასახადო რეგისტრაციის ადგილი და ა.შ.)
– ანგარიშისა და სადეპოზიტო მონაცემები
– ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლების შესახებ, თუ პირი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია
(მომხმარებლის სახელი, მომხმარებლის დაბადების თარიღი, მომხმარებლის ფოტო, საჭიროების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა)

6.2 მონაცემთა შენახვა / გამოყენება

შპს Elysium Financial Management-ი აგროვებს ამ მონაცემებს საკუთარ სისტემებში, შემდეგ კი აწვდის მას Elysium Financial Management–ის პარტნიორებს, ანუ შპს Elysium Financial Management-ის პარტნიორები ამ მონაცემებს საკუთარ სისტემებშიც აგროვებენ. შპს Elysium Financial Management-ი

უშუალოდ ხელშეკრულების შესრულების მიზნით და შპს Elysium Financial Management-ის  შეთავაზების ოპტიმიზაციისთვის, მუდმივად ინახავს მოპოვებულ მონაცემებს.

6.3 მონაცემების მოძიება

შპს Elysium Financial Management–ს შეუძლია შემდეგი მონაცემები  შპს Elysium Financial Management–ის პარტნიორების ინტერფეისების საშუალებით მოიპოვოს და აღნიშნული ზემოთ N. 2.1 პუნქტში დასახელებულ პირებს აჩვენოს:

– ინფორმაცია დეპოზიტებსა და მომხმარებლთა ბაზის შესახებ (დეპოზიტის ღირებულება, შესრულება, ინდივიდუალური ფასეულობები, ტრანზაქციების ისტორია და ა.შ.)

– შპს Elysium Financial Management–ის პარტნიორების მიერ მომზადებული დოკუმენტები (კორესპონდენციის PDF დოკუმენტები საფოსტო ყუთიდან, მაგ., ამონაწერები ანგარიშიდან, საგადასახადო სერტიფიკატები და ა.შ.)

7. საქმიანი ურთიერთობის გადაცემა

შპს Elysium Financial Management-ი უფლებამოსილია, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, საქმიანი ურთიერთობა მთლიანად ან ნაწილობრივ გადააბაროს შპს Elysium Financial Management-ის პარტნიორებს ან სხვა შესაბამის კომპანიას. შპს Elysium Financial Management-ი დროულად აცნობებს მომხმარებელს დაგეგმილი გადაბარების შესახებ.

8. სხვა პირობები

საქმიანი ურთიერთობისათვის ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი პირობები:

8.1 ზოგადი პირობებისა და წესების მოქმედების ფარგლები

ეს პირობები და წესები ვრცელდება ყველა სერვისზე, რომელიც შეთავაზებულია შპს Elysium Financial Management-ის ვებ-გვერდზე, კერძოდ, ფასიან კონტენტსა და მომსახურებებზეც.

8.2 ცვლილებები პირობებსა და წესებში

შპს Elysium Financial Management-ი  უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პირობები და წესები. ამ პირობებსა და წესებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მომხმარებლებს ელ. ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღამდე არაუგვიანეს 6 კვირით ადრე.

მომხმარებლის თანხმობა გამოხატულად ჩაითვლება, თუ იგი წერილობით უარს არ შეატყობინებს ცვლილებების ძალაში შევსლის თარიღამდე. შპს Elysium Financial Management-ი ამ  ცვლილებების მიღების თაობაზე კონკრეტულად გააკეთებს მითითებას თავის შეთავაზებაში.

8.3 მესამე პირების მიერ შექმნილი ინტერნეტ-მომსახურებები / ციფრული შეთავაზებები

მესამე მხარის მიერ შექმნილ ინტერნეტ-სერვისებზე, რომელსაც შპს Elysium Financial Management-ი მომხმარებელს მხოლოდ დააკავშირებს ან მათთვის ხელმისაწვდომს გახდის, გავრცელდება შესაბამისი პროვაიდერების მოხმარების პირობები.

8.4 კონსულტაცია არ არის

კონტენტი არ წარმოადგენს საინვესტიციო, იურიდიული ან / და საგადასახადო ხასიათის კონსულტაციას. უფრო კონკრეტულად, ყველა კონტენტი, რომელიც ეხება ფონდებს, ფასიან ქაღალდებს ან / და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს (ერთობლივად ”ფინანსური ინსტრუმენტები”), არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ფინანსური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ინდივიდუალური ინვესტიციის რეკომენდაცია. ფინანსური ინსტრუმენტები და ფინანსური მომსახურება დაკავშირებულია განსხვავებულ რისკებთან, ამიტომ ხელშეკრულების მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართონ პროფესიონალური კონსულტაციისთვის ფინანსურ, საგადასახადო ან / და იურიდიულ საკითხებზე. მხოლოდ კონტენტის გამოხმობით თქვენსა და შპს Elysium Financial Management-ს შორის არ წარმოიშობა სახელშეკრულებო ურთიერთობები, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონტენტი ისეთ შეთავაზებას არ წარმოადგენს, რომლის მიღება ხელშეკრულების მხარეებს შპს Elysium Financial Management-ის მიერ შემდგომი მოქმედების განხორციელების გარეშე შეუძლიათ (invitatio ad offerendum – მოწვევა ოფერტზე). ციფრული შეთავაზების კონტექსტში ფინანსური ინსტრუმენტების შეძენისა ან / და გაყიდვის შეთავაზება არ ხდება.

8.5 პასუხისმგებლობის გამორიცხვა

შპს Elysium Financial Management-ი პასუხისმგებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ იმ ქმედებებსა და უმოქმედობაზე, რომელიც მიზანმიმართულად ან უხეში გაუფრთხილებლობით იქნა განხორციელებული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულებები დაირღვევა, რომელიც სახელშეკრულებო მიზნის მიღწევას საფრთხის ქვეშ აყენებს, ან თუ მათი შესრულება ხელშეკრულების ნორმალური განხორციელებისთვის აუცილებელია და რომელთა შესრულების იმედი მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულების მხარეს, ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს (კარდინალური ვალდებულებები). ამგვარი კარდინალური ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი და განჭვრეტადი ზიანით. სიცოცხლის, სხეულის და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება ზოგადი საკანონმდებლო ნორმებით. შპს Elysium Financial Management-ი არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების იმ ვებ-გვერდების კონტენტზე, ფუნქციურობაზე, სისწორესა თუ კანონიერებაზე, რომლის ბმულებზეც გადასვლა შპს Elysium Financial Management-ის ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი. შპს Elysium Financial Management–ს უფლება აქვს ციფრული შეთავაზების მოქმედება ან / და ციფრულ შეთავაზებაზე წვდომა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნაწილობრივ ან მთლიანად შეაჩეროს, შეწყვიტოს ან შეცვალოს.

8.6 გარე კონტენტი

დაკავშირებულ გარე კონტენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი შეთავაზების ოპერატორს. შპს Elysium Financial Management-ი არ ითვალისწინებს რაიმე გარანტიებს, უზრუნველყოფას და სხვა სახის პასუხისმგებლობას ასეთი გარე კონტენტის სისრულესთან, აქტუალურობასთან, სხვა სისწორეებთან ან / და კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

8.7 საავტორო უფლებები

შპს Elysium Financial Management-ის შეთავაზებებში გამოქვეყნებული კონტენტი, ინფორმაცია, სურათები, ვიდეოები, მონაცემთა ბაზები და კომპიუტერული პროგრამები (მაგ. ვიჯეტები) დაცულია საავტორო უფლებებით.

მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პერსონალურად, პირადი სარგებლობის მიზნებისთვის. ინფორმაციის ან მონაცემთა, კერძოდ ტექსტების, ტექსტების ნაწილების, სურათებისა და კინომატერიალების ან კომპიუტერული პროგრამების ნებისმიერი სხვა მიზნებით გამოყენება, კერძოდ, დუბლირება, მოდიფიცირება, გავრცელება ან შენახვა, მოითხოვს შპს Elysium Financial Management–ისგან წინასწარ გამოხატულ თანხმობას. ეს ასევე ეხება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ჩართვას.

სხვა დანარჩენზე ვრცელდება ის სამართლებრივი ჩარჩოები, რომელიც საავტორო სამართლითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული დებულებებით რეგულირდება.

8.8 მომხმარებლის თანამშრომლობის ვალდებულება

საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით, მომხმარებელმა უნდა აცნობოს შპს Elysium Financial Management–ს სახელისა და მისამართის ცვლილების შესახებ. გარდა ამისა, მომხმარებელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს Elysium Financial Management–ს თუ მას ეჭვი აქვს, რომ მისი ანგარიშის ბოროტად გამოყენება ხდება.

8.9 იურისდიქციის გავრცელება

დავის შემთხვევაში იურისდიქციის ადგილი არის შპს Elysium Financial Management-ის რეგისტრაციის ქვეყანა.